ნულიდან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს სპეციალურ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა დღეიდან აქვთ. თუმცა პოსტალი შეფერხებით მუშაობს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს ტექნიკური სამსახური ამ ხარვეზის გამოსწორებაზე მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა.
“დღეს გააქტიურდა ის პორტალი, სადაც ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ. დღეს იყო პირველი დღე და ყველა ელოდა მის გახსნას და როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მომხმარებელი ერთდროულად დარეგისტრირდა და შემოვიდა სისტემაში, რამაც გამოიწვია სისტემის გადატვირთვა.”
200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის პროცესი შეფერხებულია – სამინისტრო ბოდიშს იხდის
სპეციალისტები მუშაობენ და უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური პრობლემა.
თამარ გაბუნია მოუწდებს მშობლებს პორტალზე თვის ბოლომდე, ეტაპობრივად დარეგისტრირდნენ.
„მომდევნო დღეებიდან ჩვენ უკვე აღარ მოველით შეფერხებებს, თუმცა თხოვნა გვექნება, რომ დრო არის საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც თვის ბოლომდე, ეტაპობრივად დარეგისტრირდნენ დახმარების მიმღებები და ამრიგად აღარ გვექნება ამგვარი შემთხვევა, რომელიც დღეს დაფიქსირდა. ამდენად ჩვენ ვფიქრობთ, რო აღარ უნდა იყოს ხარვეზებიილ, მაგრამ თუ მაინც დაფიქსირდა, დაგვიკავშირდნენ, გვაცნობონ ამის შესახებ და რა თქმა უნდა, ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად გამოსწორდეს ეს ხარვეზი და ყველა ბავშვმა მიიღოს მისი კუთვნილი დახმარება“- განაცხადა თამარ გაბუნიამ “ქრონიკასთან” საუბრისას.
200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო – ნახეთ, სად და როგორ უნდა დარეგისტრირდეთ
