გასულ კვირას, ჯონ ლეჯენდის კლიპის, Wild-ის პრემიერა შედგა, სადაც მისი მეუღლე, კრისი ტაიგენი მონაწილეობს. კადრებში ვხედავთ, რომ კრისის სხეულის ფორმები საგრძნობლადაა შეცვლილი. კლიპის პრემიერამდე კი „ტვიტერში“ ასეთი წარწერა გაჩნდა:„უყურეთ კლიპს, თქვენ სიურპრიზი გელოდებათ“. პრემიერის შემდეგ, საზოგადოება ტაიგენის ორსულობის შესახებ ალაპარაკდა.
სულ ცოტა ხნის წინ კი 34 წლის მოდელმა „ტვიტერზე“ ვიდეო განათავსა, სადაც მან ორსულობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ვარსკვლავს მუცელი უკვე საგრძნობლად აქვს წამოზრდილი, ის სავარაუდოდ ორსულობის მე-5 თვეში იმყოფება.
„ერთი შეხედეთ მესამე ბავშვს, ო ღმერთო…“. – ამბობს კრისი ვიდეოში
— chrissy teigen (@chrissyteigen) August 14, 2020
შეგახსენებთ, ჯონ ლეჯენდსა და კრისი ტაიგენს 7 წლიანი ქორწინება აკავშირებთ, წყვილი 4 წლის ქალიშვილს და 2 წლის ვაჟს ზრდიან.