გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამამ გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო.
თამაზ ხომასურიძის განცხადებით, მისი მოთხოვნა საქმეში სიცრუის დეტექტორის გამოყენებაა.
როგორც ის ამბობს, პროკურატურას საქმე, როგორც უნდა, ისე მიჰყავს.
მისივე თქმით, პროტესტს დღეს სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრებიც შეუერთდებიან.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობასა და ძალადობაში ბრალდებული არასრულწლოვანის მშობელმა 18 აგვისტოს განაცხადა, რომ ზ.ხ. შიმშილობას იწყებს.
„ჩემი შვილი ითხოვს, მისი ჩვენება სიცრუის დეტექტორზე გაატარონ. იქამდე არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას. ასევე, უნდა გაატარონ ამირხანაშვილისა და ყველა იმ პირის ჩვენება, რომლებიც ბრალდებულების წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას. მეორე მოთხოვნაა მედიასთან კავშირი. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გააშუქოთ სხდომა, რაშიც ხელს გვიშლიან. ვიდრე ჩემი შვილი იშიმშილებს, მეც ვიშიმშილებ გენერალურ პროკურატურასთან“, – განაცხადა ბრალდებულის მამამ.
თამაზ ხომასურიძის თქმით, მესამე დღეს მშრალ შიმშილობას დაიწყებს და თუ მისი მოთხოვნები კვლავ არ დაკმაყოფილდა, შემდეგ სიცოცხლეს სუიციდით დაასრულებს.
შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი შიმშილობას აპირებს: მისი მშობლები შიმშილობას იწყებენ
ცნობისთვის, არასრულწლოვნის მამა დარწმუნებულია, მისი შვილის უდანაშაულობაში. მისი თქმით, დანაშაული გიორგი შაქარაშვილის მეგობრებმა ჩაიდინეს და არა „ტოიოტა ქამრიში“ მჯდომმა პირებმა.