LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bloomberg – თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირი აღმოაჩინა

197
erdoghan

თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი ენერგიის წყარო აღმოაჩინა, – სავარაუდოდ ბუნებრივი აირი – ამის შესახებ გამოცემა ბლუმბერგი წერს.

ვრცელ სტატიაში საუბარია ასევე რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პირობაზე, რაც თურქი ერისთვის კარგი ამბის შეტყობინებაა და რომელიც აგრეთვე პრეზიდენტის თქმით, ქვეყნისთვის ახალი ერის დასაწყისს ნიშნავს.

თურქეთის პრეზიდენტმა აგრეთვე პირობა დადო, რომ ხმელთაშუა ზღვის წყლებში ბუნებრივი ენერგიის კვლევას დაიწყებს.

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით წინა თვეში სპეციალურმა გემმა თურქეთის ქალაქთან, ერეგლისთან ახლოს კვლევა უკვე დაიწყო.

“შავ ზღვაში გაზი აქამდეც იყო აღმოჩენილი თუმცა მცირე რაოდენობით”. – ამის შესახებ ექსპერტი ტიმოტი ეში საკუთარ ტვიტერის გვერდზე წერს, მისი თქმით სერიოზული წარმატებისთვის და ამ სფეროში ცვლილებების შესატანად თურქეთს რაიმე უფრი დიდი სჭირდება, ვიდრე აქამდე მიგნებული აღმოჩენებია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g