ფინურმა კომპანია „ნოკიამ“ Mercedes-Benz-ს თავისი ტექნოლოგიების უკანონოდ გამოყენების გამო უჩივლა და სასამართლო პროცესი მოიგო კიდეც. ამიერიდან კომპანიას სურს, რომ ყოველი გაყიდული ავტომობილის ღირებულებიდან პროცენტი მიიღოს. თუკი ავტომწარმოებელი ამ პირობას არ დათანხმდება, შესაძლოა გაყიდვებზე აკრძალვაც კი დაწესდეს.
გერმანულმა სასამართლომ დაადგინა, რომ Daimler–მა ნამდვილად გამოიყენა „ნოკიას“ ტექნოლოგია, თანაც უნებართვოდ. კონცერნი ამ ფაქტს უარყოფს, გადაწყვეტილებას არ ეთანხმდება და ავტომობილების გაყიდვის აკრძალვასაც ნაკლებად რეალურად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
„ნოკიაში“ კი იმედოვნებენ, რომ Daimler პასუხისმგებლობას არ გაექცევა და წაყენებულ პირობას შეასრულებს. მიღებული პროცენტი შრომის სამართლიანად ანაზღაურება იქნება. ხოლო, იმ შემთხვევაში თუკი ავტოკონცერნი თანამშრომლობაზე უარს იტყვის, „ნოკიას“ ყველა ბერკეტი ექნება იმისთვის რომ ავტომობილების რეალიზებას ხელი შეუშალოს.