LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

126
2053210048

გასულ ღამით, ლისზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. არასრულწლოვანს საპატრულო პოლიციის მანქანა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაეჯახა.

“გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g