ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური ინფორმაციას ავრცელებს, რომ მისი მეუღლის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. თუმცა, ამ ეტაპზე საუბარი არ შეუძლია და ჟესტიკულაციის დონეზე კონტაქტობს.
’’ერთ თვეზე მეტია ჭამა დაიწყო და მალე ისეთი პროცედურები ჩაუტარდება, რომელიც მკვეთრად გააუმჯობესებს მის ჯანმრთელობას“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.
იგი ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ არსებობს ვარაუდები თითქოს, ცოტნე გამსახურდიამ მასზე თავდამსხმელის სახელი და გვარი ფურცელზე დაწერა. ეს მცდარია. სიმართლეა, მხოლოდ ის, რომ გამსახურდიამ ჟესტიკულაციით დაადასტურა თავდამსხმელის მიერ დანის გამოყენება.
ანა ჯაბაური: ’’რაღაცას რომ ვეკითხები და თუ უნდა, რომ თანხმობა გამოხატოს, ხელს მიჭერს. როდესაც ამ ადამიანზე ვკითხე, მან მკვეთრად მომიჭირა ხელი ანუ დამეთანხმა. მე ცოტნეს სურათი ვაჩვენე ამ პიროვნების, სახელი და გვარი ვუთხარი და ვკითხე, იხმარა თუ არა მან დანა ამ ჩხუბში ცოტნეს წინააღმდეგ. მე და ცოტნეს გვაქვს არავერბალური კონტაქტი, რადგან ჯერჯერობით ვერ ლაპარაკობს, მაგრამ აქვს აბსოლუტურად ნათელი გონება, ჟესტიკულაციის დონეზე ვკონტაქტობთ და ხელის მოჭერით მაგრძნობინებს პასუხს.
ექსპერტიზა ცოტნეს არ ჩატარებია და ეს იურიდიულ მტკიცებულებად არ გამოდგება, მაგრამ ასეთი ეპიზოდი იყო, რაც სასამართლოს მოვახსენე. პირველად, 21 აგვისტოს ვერ ჩამრთეს სასამართლოზე ტექნიკური პრობლემების გამო, მაგრამ 26 აგვისტოს ჩამრთეს და ეს ყველაფერი იქაც ვთქვი“.
