ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა The Struts და რობი უილიამსმა ახალი კომპოზიცია, Strange Days გაავრცელეს. აღსანიშნავია რომ სინგლი კოლექტივის ამავე სახელწოდების მქონე ალბომში შევა, რომელიც 16 ოქტომბერს გამოვა. ეს ჯგუფის რიგით მე-3 ალბომი იქნება.
ცნობისთვის, ჯგუფი The Struts 2012 წელს ჩამოყალიბდა. ბოლო ალბომი, Young & Dangerous კოლექტივმა 2018 წელს გამოუშვა.