LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის დასაწყისთან შედარებით, მძიმე პაციენტების წილი შემცირებულია, ვირუსი ნაკლებ აგრესიული გახდა – ალექსანდრე გოგინავა

262
aleksandre-goginava-w-h (1)

„ჩვენთანაც, პანდემიის დასაწყისთან შედარებით, მძიმე პაციენტების წილი მეტ-ნაკლებად შემცირებულია”,-ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, Covid-19 – ი ახალი შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში მზარდია, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებლები იკლებს.

“ამის მიზეზია ის, რომ ვირუსი ნაკლებ აგრესიული გახდა და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ასეთი რამ ეპიდემიის დროს ვირუსებს ახასიათებს და მეორე, ახლა კორონავირუსის შესახებ სულ სხვა ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე გვქონდა ვირუსის დასაწყისში, ამიტომ დაავადების მართვა, მენეჯმენტი, თუ რას შეიძლება ველოდოთ, ბევრად უფრო უკეთ ვიცით, ვიდრე 4 თვის წინ, ამიტომ ამ კომპლექსურობამ მოგვცა, რომ შედარებით ნაკლები ლეტალობა გვაქვს“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.

შეგახსენებთ, 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 9.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g