9 სექტემბერს, ბრიტანელ მსახიობს, ჰიუ გრანტს 60 წელი შეუსრულდა. ეს თარიღი არ გამორჩენია მის კოლეგას, ნიკოლ კიდმანს, რომელმაც გრანტს სოციალური ქსელის საშუალებით დაბადების დღე გულითადად მიულოცა და ფოტოც გაავრცელა.
„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სატელევიზიო მეუღლევ“,– დაწერა ნიკოლმა „ინსტაგრამზე“
ცნობისთვის, მსახიობები მინი სერიალში „გაუქმება“ (The Undoing) მონაწილეობენ. ტელეშოუში ისინი ცოლ-ქმრის როლს ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ სატელევიზიიო დრამის პირველი ეპიზოდს 20 ოქტომბერს ვიხილავთ.