51 წლის ვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი მუდამ გამორჩეულია მრავალფეროვანი „ლუქებით“. ის თავის გულშემატკივრებს მუდამ აოცებს. მაშინ, როდესაც ვამბობთ, რომ ჯეი ლოს ლიმიტი ამოიწურა და ის ახალს ვეღარაფერს შემოგვთავაზებს, არტისტი საზოგადოებაში აღფრთოვანების ტალღას კვლავ იწვევს.
რამდეიმე დღის წინ, ვარსკლავი ნიუ-იორკის ქუჩებში საქმროსთან, ალექს როდრიგესთან ერთად დააფიქსირეს. ალექს ნაცრისფერი სპორტული ტანისამოსი ეცვა, ლოპესი კი საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა, მას ფერადი, თავისუფალი სტილის კაბა და პიჯაკი ამშვენებდა. აღსანიშნავია, რომ ჯენიფერის „ლუქი“ საოცრად დახვეწილი და თვალწარმტაცი იყო.
„ჯეი ლოს გემოვნება უსაზღვროა“, „ფერთა საოცარი გამა“, ,,ყველაზე გემოვნებიანი”, – წერენ აღფრთოვანებული გულშემატკივრები.