LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა – გიორგი კვირიკაშვილი

265

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა, ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ სნოში, შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. ღონისძიებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც ესწრებოდა. 

“მე ძალიან კარგად მახსოვს 1977 წლის 25 დეკემბერი, როდესაც მქონდა ბედნიერება, დავსწრებოდი მისი უწმინდესობის აღსაყრდებას. მაშინ 10 წლის ვიყავი. ოთხი ათწლეული გავიდა მას შემდეგ და მინდა, როგორც ერთმა ქრისტიანმა ადამიანმა, მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას, იმისთვის, რომ მან უამრავ ქარტეხილში ხელში აყვანილი და გულში ჩახუტებული გამოატარა ჩვენი ერი. ჩვენი ერისთვის ეკლესიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მართლმადიდებლურ რწმენას არ აქვს მხოლოდ რელიგიური დანიშნულება. ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ეკლესია ისეა გადაწნული ერთმანეთში, როგორც წმინდა ნინოს ჯვარი იყო შეკრული წმინდა ნინოს ნაწნავით. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია არის დამოუკიდებელი, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა და ვფიქრობთ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც არის უნიკალური მსოფლიოში. ამ მოდელის განმტკიცებისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს, რომლის სიტყვასაც უდიდესი ძალა აქვს მთელი ერისთვის,” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

სნოში ახალი სასტუმროს მოგება, პრემიერ-მინისტრის განცხადება, სოფლის განვითარებას და მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას მოხმარდება.

magti 5g