LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუხედავად იმისა, რომ ციფრები უფრო მაღალია, ვირუსი ადრინდელივით საშიში არ არის – შარიტეს ქართველი ექიმი

249
tamar-jamurasvili

„საიდან მოდის ეს აბსურდული ინფორმაცია, რომ კორონავირუსმა ვირულენტობა დაკარგა ვერ ვხდები”,- ამის შესახებ შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციოლოგიის განყოფილების ექიმ-ინტერნისტმაპულმონოლოგმა, თამარ ჟამურაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ვისურის შესუსტების ერთადერთი საშუალებაა, რომ მუტაცია განიცადოს. ეს კი არსად დაფიქსირებულა.

“ვირუსის შესუსტების ერთადერთი საშუალებაა, რომ ამ ვირუსმა მუტაცია განიცადოს. მუტაციები კი არსად დაფიქსირებულა და არავინ არ ფიქრობს, რომ ვირუსი ვირულენტობას კარგავს. ამ დეზინფორმაციის გავრცელებით თუ ფიქრობენ რომ ხალხი უნდა დაამშვიდონ, მე ვიტყვი რომ ეს კონტრაპროდუქტიული იქნება, რადგან ადამიანი, რომელიც ფიქრობს რომ ვირუსი ვერაფერს დააკლებს, რა თქმა უნდა რეკომენდაციებს არ დაიცავს, – აღნიშნა ექიმმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ციფრები უფრო მაღალია, ვიდრე გაზაფხულზე, ვირუსი ადრინდელივით საშიში არ არის.

“ახლა გაცილებით მეტი ახალგაზრდა ადამიანია ინფიცირებული და ვიცით, რომ ახალგაზრდებს ეს ვირუსი მსუბუქ ფორმებში გადააქვთ. ციფრების მატება ასევე გაზრდილი ტესტირების შედეგია. ჩვენ თუ ჭკვიანურად მოვიქცევით და დავიცავთ ყველა რეკომენდაციას მანამ, სანამ ყველა ინფიცირებული გამოვლინდება და ყველა კლასტერის იზოლაცია მოხდება, ამ ციფრების ზრდის შემცირება შესაძლებელია“, – განაცხადა ექიმმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g