როგორც ცნობილია, ჯენიფერ ლოპესი და კოლუმბიელი მომღერალი, Maluma ახალ რომანტიკულ ფილმში, Marry Me ითამაშებენ. „ეს არის კოლაბორაცია, რომელიც მუსიკას და კინოს აერთიანებს“– აცხადებს ჯეი ლო.
ფილმის გამოსვლამდე კი მათ კოლაბორაციულ ნამუშევარზე, Pa’ Ti იმუშავეს. სულ ცოტა ხნის წინ, 51 წლის ჯეი ლომ „ინსტაგრამზე“ ახალი კლიპის თიზერი გაავრცელა, ის და 26 წლის მალუმა საკმაოდ პიკანტურ სცენაში იღებენ მონაწილეობას. ლოპესი მალუმასთან ახლოს მიდის და მას თითქმის კოცნის. კლიპის აღნიშნულმა ეპიზოდმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
„ნამდვილი პროფესიონალი ხარ“, „ალექს როდრიგესი რას იტყვის“. – წერენ კომენტარებში
https://www.instagram.com/p/CFZjLIEJREd/?utm_source=ig_embed