იტალიაში, ,,მილანის მოდის კვირეული” მიმდინარეობს. საზოგადოებამ „ჰუგო ბოსისა“ და „ვერსაჩეს“ ჩვენებები უკვე იხილა. აღსანიშნავია, რომ მოდელებს შორის ყველაზე გამორჩეული 34 წლის ირინა შეიკი იყო, რომელმაც 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია მოირგო.
„ბოსის“ ჩვენებაზე პასტელური ფერები სჭარბობდა, ხოლო „ვერსაჩეს“ ჩვენებაზე სიჭრელე და ფერთა საოცარი გამა იყო წარმოდგენილი. ჩვენებაზე ირინა შეიკთან ერთად მონაწილეობა ბრედ პიტის ახალმა შეყვარებულმა, ნიკოლ პოტურალსკიმ, სიუკი უოტერჰაუსმა და სხვა ცნობილმა მოდელებმაც მიიღეს.
https://www.instagram.com/p/CFkW_eVACI9/?utm_source=ig_web_copy_link