ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებით, 20 ივნისს ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის თამვჯდომარის სკამში გავრილოვის ჩაჯდომას ხელისუფლების უნებლიე შეცდომას უწოდებს. მისი თქმით, ამით ოპოზიციამ ისარგებლა და შტურმი სცადა. ამის შესახებ ივანიშვილმა პარტიის ეკონომიკური პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
“პერმანენტული მარცხით გაწბილებულებმა, სხვა გზა რომ ვერ ნახეს, ბოროტად ისარგებლეს ხელისუფლების უნებლიე შეცდომით აღელვებული ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტით და მათ ხარჯზე სცადეს არალეგიტიმური გზით ძალაუფლების დაბრუნება. საქართველოს პარლამენტზე მიიტანეს ძალადობრივი შტურმი. სახელმწიფომ გაუძლო ამ გამწოვევას და აღკვეთა ამბოხი” – განაცხადა ივანიშვილმა.
ფუნდამენტურად წარმოუდგენელია ქართველი ხალხისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის თანაარსებობა: ივანიშვილი