LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს არის სავარაუდოდ დასაწყისი, უნდა ველოდოთ უფრო სერიოზულ პროვოკაციებს”- ირაკლი სესიაშვილი წინასაარჩევნოდ, ფიზიკურ დაპირისპირებებს ეხმაურება

109
IMG-20201002-191014

“ეს არის სავარაუდოდ დასაწყისი, უნდა ველოდოთ უფრო სერიოზულ პროვოკაციებს,”-ეს განცხადება “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “რეალური დრო” გააკეთა. ირაკლი სესიაშვილი წინასაარჩევნოდ მომხდარ ფიზიკური დაპირისპირებების პროვოცირებაში ოპოზიციას ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ოპონენტებს მშვიდი საარჩევნო გარემო არ აწყობთ და პროვოკაციებს მიმართავენ.

 “პოლიტიკური ვითარება ისეთია, როგორიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს არ აწყობთ, უნდათ, რომ მსხვერპლის მანტია მოისხან, დაძაბულობით მუხტი აწიონ, მოახდინონ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება, ამიტომ ჩვენ ვხედავთ ინსპირირებულ და პროვოცირებულ ძალადობას,”-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

“ქართული ოცნების” წევრის განცხდებითვე, ძალადობა მიუღებელია მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტიის აქტივისტზე იქნება საუბარი, საგამოძიებო უწყებები ყველა საქმეს გამოიძიებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g