გუშინ, 3 ოქტომბერს დედაქალაქის მერმა საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. საპატიო თბილისელის წოდება წელს ცხრა ექიმს მიენიჭა.
ცერცვაძეს, იმნაძეს, ეზუგბაიას, რატიანსა და კიდევ 5 ექიმს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭათ
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ბექა ბახტაძე აღნიშნულს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყველა ის პირი, რომელიც #COVID19 -ით ინფიცირებულ პაციენტთა გამოჯანმრთელებაში იღებს მონაწილეობას საპატიო მოქალაქეა.
“დღეს საქართველოში უკლებლივ ყველა ექიმი, მედდა, სანიტარი და ა.შ. ვინც ჩართულია #COVID19 -ით ინფიცირებულ პაციენტთა მოვლაში არის საპატიო თბილისელიც, საპატიო ბათუმელიც და საპატიო ქართველი!
პანდემიის პიკი არ ჩანს, >550 შემთხვევა გვაქვს და უკვე პანდემიის დამმარცხებლებს ვზეიმობთ?”-წერს ბექა ბახტაძე სოციალურ ქსელში.
