ნეაპოლთან ახლოს, იტალიის კუნძულ ისკიაზე, 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
დაზარალებულთა და დაღუპულთა რიცხვი ჯერჯერობით, უცნობია. უამრავი ადამიანი ამ დროისთვის, დაკარგულად ითვლება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანრეულია ექვსი შენობა და ეკლესია.
ისკია იტალიის ერთერთი ყველაზე ცნობილი ვულკანური წარმოშობის კუნძულია. ახლა კუნძულზე ტურისტული სეზონის პიკია, საავადმყოფო კი ხალხითაა გადავსებული.
ტვიტერში ადგილზე გადაღებული ვიდეომასალაც ვრცელდება:
#terremoto #ischia pic.twitter.com/aUidQdtfly
— Vincenzo (@precy80) August 21, 2017