რამდენიმე დღის წინ, HBO-ს ახალი სერიალის „ის ვართ, ვინც ვართ“ (We Are Who We Are) პრემიერა შედგა. სერიალის მეხუთე ეპიოზოდში მთავარი გმირი, სახელად ფრეიზერი, დიალოგში სამომავლო გეგმებზე საუბრობს და დიზაინერ დემნა გვასალიას ახსენებს.
– „დემნა გვასალიას შესახებ გსმენია?“
– „ვშიშობ, რომ არა“.
– „კარგი, ის Vetemenet-ის მთავარი დიზაინერია და ახლა Balenciaga-სთვის ქმნის ტანისამოსს. ის ქართველია და მას ბავშვობიდან ახსოვს ომი. მან ეს კოლექცია შექმნა Balenciaga-სთვის, მან ომის მოგონებები ქსოვილად აქცია“, – ნათქვამია დიალოგში.
სერიალის ნაწყვეტი სოციალურ ქსელში თავად დემნა გვასალიამაც გაავრცელა.
https://www.instagram.com/p/CGaeXXmBUdQ/?utm_source=ig_embed