LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფეთქება კიევში – აფეთქების შედეგად ორი პირი დაშავდა

114

კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე, აფეთქება მოხდა. აღნიშნულის შესახებ კიევის პოლიცია იუწყება.

როგორც პოლიციაში აღნიშნეს, ადგილობრივი დროით, 14:06 საათზე პოლიციაში გრუშევსკის ქუჩაზე უცნობი საგნის აფეთქების შესახებ შეტყობინება შევიდა.

აფეთქების შედეგად ორი პირი დაშავდა.

ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი და ექსპერტები მუშაობენ. სხვა დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები