ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც „ქართული ხმების“ წევრები, ძმები, ზურა და გივი ბაკურაძეები არიან გადაღებულები. როგორც გოგა წერს, მათ კორონავირუსის პანდემიის პერიოდი ძალიან ნაყოფიერად გამოიყენეს და საქართველოში ბიოლოგიურად სუფთა ვარდისფერი კარტოფილი მოიყვანეს.
გთავაზობთ გოგას პოსტს:
„წელს შესრულდა 200 წელი, რაც საქართველოში კარტოფილი პირველად მოიწიეს.
ეს ჩამოსახლებულ გერმანელებს უკავშირდებათ, რომლებმაც პირველი კარტოფილი მარტყოფის მიმდებარედ დათესეს.
და აი, 200 წლის თავზე რაჭაში, მრავალძალში “ქართული ხმების” მომღერლებმა, ძმებმა ზურა და გივი ბაკურაძეებმა ბიოლოგიურად სუფთა კარტოფილი მოიყვანეს, თან, ვარდისფერი, აი, უგემრიელესი რომ არის.
მისი ყიდვა უკვე თბილისშიც შეიძლება“.