LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმორჩილესად გთხოვთ, დავემორჩილოთ რეგულაციებს, სხვანაირად პანდემია უკან არ იხევს: გამყრელიძე

131
BeFunky-collage (2)

„უმორჩილესად გთხოვთ, დავემორჩილოთ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს, იმიტომ რომ სხვანაირად პანდემია უკან არ იხევს“, – განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ამირან გამყრელემ კვლავ აღნიშნა, რომ პანდემია კიდევ დიდხანს იქნება და მსოფლიოში არსებული სტატისტიკა მიმოიხილა.

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს სხვის შეცდომებზე” – როგორია კოვიდთან ბრძოლის ამერიკული გამოცდილების კლინიკური ასპექტები

„მსოფლიოში უკვე გადააჭარბა 42 მილიონ ინფიცირებულს და დღევანდელი დილით იყო ანტირეკორდი – 490 000 ახალი შემთხვევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით 200 000 ახალი შემთხვევა გახლავთ ევროპის რეგიონში. ანუ ევროპის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია ახალ შემთხვევათა თვალსაზრისით“ – აცხადებს გამყრელიძე.

რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, ცხელ წერტილებად რჩება სამი რეგიონი – აჭარა,  თბილისი და იმერეთი.

კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა: გამოჯანმრთელდა 412 პაციენტი

თბილისი -1034, აჭარა – 320 – ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით

„ასევე, მნიშვნელოვნად წამოიწია ქვემო ქართლმა, სადაც არის 107 შემთხვევა და ეს უკავშირდება ისევ და ისევ დიდ შეკრებებს. იყო საქორწილო სუფრა და ამან გამოიწვია ეპიდაფეთქვება ერთ-ერთ სოფელში და, შესაბამისად, მისი გავრცელება სასწავლო დაწესებულებებში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, საბედნიეროდ, შემთხვევების თითქმის 90% არის მსუბუქი, რომელიც მოითხოვს სახლის პირობებში მართვას.

მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

როგორც ეპიდემიოლოგებმა აღნიშნეს, თუ მოქალაქეების 90% გამოიყენებს პირბადეს ყველგან, ინფექციის გავრცელება 70%-ით შემცირდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ ეს პასუხისმგებლობა გაიზიაროს.

„თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ბევრი შემთხვევა იქნება ქვეყანაში – პირბადე რჩება დაცვის საუკეთესო საშუალებად და მინდა ყველას მოვუწოდო, თუ ჩვენ გვეკეთება პირბადე, ის პროგნოზები, რაც ჩვენ გვაქვს და არ არის დამამშვიდებელი პროგნოზები, პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის შემთხვევაში მცირდება“-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე  პაატა იმნაძემ.

თუ მოქალაქეების 90% გამოიყენებს პირბადეს ყველგან, ინფექციის გავრცელება 70%-ით შემცირდება – საკოორდინაციო საბჭო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები