LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი -1034, აჭარა – 320 – ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით

113
publika.ge-covid-19-24-711-385-armenia-1024x683

დღეს, 24 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 941 შემთხვევიდან 1 034 თბილისიდანაა, 320 აჭარიდან, 258 კი იმერეთიდან.ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა: გამოჯანმრთელდა 412 პაციენტი

რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1 034
  • აჭარა – 320
  • იმერეთი – 258
  • ქვემო ქართლი – 107
  • შიდა ქართლი – 68
  • გურია – 12
  • სამეგრელო -ზემო სვანეთი – 49
  • კახეთი – 37
  • მცხეთა-მთიანეთი – 36
  • სამცხე-ჯავახეთი – 18
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 121, საიდანაც 3 571 მკურნალობს საავადმყოფოში, 10 257 კი ბინაზე.

კორონავირუსის შედეგად, ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში  193-ს შეადგენს.

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს სხვის შეცდომებზე” – როგორია კოვიდთან ბრძოლის ამერიკული გამოცდილების კლინიკური ასპექტები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g