საქართველოში კორონავირუსის 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163.
კორონავირუსის შედეგად, ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს შეადგენს.
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 180 მოქალაქე
- სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 571 ადამიანი
- „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს.
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.