საქართველოში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.