LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეშინოდა, არ მოვეკალი“ – სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულებულია, გამოიცანით ვინ გაიმარჯვა

471
35060258-0-image-a-12-1604098557146

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული და სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულებულია. მოდით ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. ლეგენდარული მსახიობი ჯონი დეპი ყოფილმა მეუღლემ, ემბერ ჰარდმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, შემდეგ სხვა დეტალებიც გამოიკვეთა. დასავლური მედიის ცნობით, ემბერი ჯონს ერთდროულად ილონ მასკთან და კარა დელევინთან ღალატობდა. სხვა დეტალებიც გაირკვა, აღმოჩნდა, რომ ძალადობის მსხვერპლი თავად ჯონი იყო და მას ჰარდი გამეტებით სცემდა.

ცოტა ხნის წინ კი ყველაფერი შეიცვალა. სასამართლო პროცესი 57 წლის ჯონი დეპმა წააგო, უწყებამ  ემბერი ოჯახური ძალადობის მსხერპლად სცნო. დასკვნაში წერია, რომ ჯონმა მეუღლე 12-ჯერ სცემა.

„ზოგიერთი ინციდენტი იმდენად სერიოზული იყო, რომ მეშინოდა, არ მოვეკალი, განზრახ თუ უბრალოდ კონტროლის დაკარგვის გამო. ვგრძნობდი, რომ ჩემი მოკვლა შეეძლო“ – განუცხადა  სასამართლოს ემბერმა.

აღსანიშნავია, რომ ადვოკატებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა სასამართლო-დასკვნა, ისინი აცხადებენ, რომ საქმე ამით არ დასრულებულა.

„ბიბისი“ კი წერს, რომ სასამართლოზე  ჯონი დეპის მარცხი, მის კარიერას დიდ ზიანს მიაყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები