LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კორონავირუსის „ოქსფორდის“ ვაქცინა ყველა ასაკის ადამიანებში ეფექტურია“ – „გარდიანი“

801
oxfordcvd2011

„ოქსფორდის“ ვაქცინა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ვაქცინა-კანდიდატია, შესაძლოა გახდეს პირველი ოფიცილურად აღიარებული ვაქცინა ახალი კორონავირუსის წინაარმდეგ. „გარდიანის“ ინფორმაციით, ექსპერიმენტულმა ვაქცინამ საკმაოდ კარგი იმუნური პასუხის გამოწვევა შეძლო ყველა ასაკობრივი კატეგორიის წარმოამდგენლებში, მათ შორის ხანდაზმულებში, რომლებიც ერთ-ერთ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის გამოცდის ადრეული ეტაპებიდან მიღებული ინფორმაცია და მონაცემები, რომელიც სამეცნიერო ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად იქნა გაგზავნილი არც „ოქსფორდის“ უნივერსიტეტს და არც მის პარტნიორს, „ ასტრაზენეკას“ არ გაუსაჯაროვებია, თუმცა მათ „გარდიანს“ ზოგი ცნობა დაუდასტურეს.

კვლევის შედეგი გვიჩვენებს, რომ ადამიანებს 65 და ზოგ შემთხვევაში 70 წლის ასაკის ზემოთაც ანტისხეულების ზუსტად იგივე რაოდენობა გამოუმუშავდებათ, რაც კვლევაში მონაწილე ახალგაზრდა მოხალისეებს. შეძლებდა თუ არა პოტენციური ვაქცინა ასაკოვანი ადამიანების დაცვას, რომელთა იმუნური სისტემა და ვირუსებთან ბრძოლის უნარიც ასაკის მატებასთან ერთად იკლებს, აქტუალური კითხვა იყო იმ დროიდან მოყოლებული, რაც არაერთ ვაქცინაზე დაიწყო მუშაობა. ოქსფორდის ვაქცინას კი, როგორც ჩანს, აქვს პოტენციალი ამ მხრივ.

საინტერსოა ისიც, რომ ხნიერ მოხალისეებს  ვაქცინაციის შემდეგ უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტი გამოუვლინდათ, ვიდრე დანარჩენებს.

ვაქცინის ფინალური გამოცდა, რომლის მიზანიცაა აცრილ და აუცრელ პირებს შორის სიკვდილიანობის მკვეთრი სხვაობის აღმოჩენა, მსოფლიოს 6 ქვეყანაში მიმდინარეობს. „გარდიანის“ ინფორმაციით საუკეთესო შემთხვევაში მოსახლეობამ ვაქცინა შესაზლოა წლის ბოლოს მიიღოს, თუმცა უფრო რეალისტურია მას 2021 წლის პირველ ნაწილში ველოდოთ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები