LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტიანობა უნდა გადაიხედოს: პრემიერი

133
ლდკჯგლდკ

“წერტილოვანი შეზღუდვები ეფექტურობის თვალსაზრისით, ცოტა გადასახედი გვექნება”  – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მაშინ როცა წერტილოვან შეზღუდვებზე იყო საუბარი, პროცესები ქუჩაში არ მიდიოდა, ახლა კი ვითარება სხვანაირია.

გახარია: პოლიტიკური აქტივობა, რაც ქუჩაში ხდება, პიკის მოსვლას დააჩქარებს

”წერტილოვანი შეზღუდვებიდან, რომელზეც დღეს ვმსჯელობთ, გამოვყოთ რა არის მთავარი დღევანდელი მდგომარეობისთვის. სულ სხვა ვითარება იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან სხვა აქტივობაა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ.

პოლიტიკური აქტივობები ძალზე დააჩქარებს პიკის მოსვლას. უფრო მძიმე სიტუაცია გვექნება, ვიდრე ველოდით. ამიტომ საჭიროა სრული მობილიზაცია ყველა სამინისტროსი. არ ვლაპარაკობთ სისტემურ შეზღუდვებზე. ადაპტაციის სტრატეგიას არ ვცვლით, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ წერტილოვან შეზღუდვებზე კიდევ უფრო მკაფიოდ”, – აღნიშნა გახარიამ.

მისი თქმით, სტრატეგია არ იცვლება, მაგრამ ეფექტიანად უნდა იქნას მოფიქრებული წერტილოვანი შეზღუდვები, რომ კიდევ უფრო მეტად შედეგიანი გამოვიდეს.

ამასთან, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი 26-დან, 15-მდე შემცირდეს. გახარიას თქმით, ჰოსპიტალში გადაყვანა, მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევებისას უნდა მოხდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g