LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ბახტაძის 5 ოქროს წესი კორონავირუსთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

9742
beqabaxtadze2011

აშშ-ში მომუშავე ექიმი, ბექა ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს გავრცელებული სამედიცინო მითების შესახებ კორონავირუსთან მიმართებაში. ის იმ ძირითად მომენტებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ამ ვირუსთან ბრძოლისას ძალიან მნიშვნელოვანია:

1. თუ კორონავირუსთან ერთად არ გაქვთ ბაქტერიული პნევმონია, ანტიბიოტიკი(ები) არ გჭირდებათ
2. გულმკერდის CT (კომპიუტერული ტომოგრაფია) არ გჭირდებათ, თუ კლინიკური სურათი საგრძნობლად არ გიმძიმდებათ
3. ასპირინი და ფაქსიპარინი არ გჭირდებათ, თუ არ გაქვთ თრომბოემბოლიის დადასტურებული შემთხვევა ან ალბათობის მაღალი რისკი
4. თუ C ვიტამინის ნაკლებობა არ გაქვთ, აზრი არ აქვს C ვიტამინის მიღებას
5. თუ D ვიტამინის ნაკლებობა არ გაქვთ, აზრი არ აქვს D ვიტამინის მიღებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები