მართალია, ბევრს გულწრფელად სჯერა ჰოროსკოპის და ვარსკვლავების „რჩევებსაც“ აქტიურად ითვალისწინებს, მაგრამ ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ადამიანის, განსაკუთრებით ქალის ხასიათის გამოცნობა მისი დაბადების თარიღითაც თავისუფლად შეიძლება, რადგან ქვეცნობიერი დაბადებიდან რამდენიმე თვეში ყალიბდება და სწორედ დაბადების დღე განსაზღვრავს მის ხასიათს.
იანვარი
იანვრის თვეში დაბადებული ქალბატონი განსაკუთრებული ამბიციებით, შეუპოვრობითა და წესრიგის სიყვარულით გამოირჩევა, ობიექტურად აღიქვამს რეალობას და ძალიან ამაყობს საკუთარი კონსერვატორული შეხედედულებებით.
მართალია, ზედმეტად მომთხოვნი და კრიტიკული იანვრის ქალბატონი ხშირად ერევა სხვის საქმეში, მაგრამ არასდროს საუბრობს საკუთარ გრძნობებზე და მხოლოდ მასთან შეუძლია გულწრფელობა, ვისაც ბოლომდე ენდობა.
თებერვალი
მართალია, რომანტიკული თებერვალის ქალბატონი საკუთრ სამყაროში და ხშირად ფუჭი ილუზიებით ცხოვრობს, მაგრამ საოცარი წარმოსახვის და აბსტრაქტული აზროვნების უნარი აქვს.
მამაკაცების საყურადღებოდ! თუ თებერვლის თვეში დაბადებულ ქალბატონთან აპირებთ ურთიერთობას, აუცილებლად შეეგუოთ აზრს, რომ ბოლომდე ვერასდროს შეძლებთ მის გამოცნობას. გარდა ამისა, მას ძალიან არ უყვარს ტყუილი და თუ ერთხელ მაინც შეიტანა ეჭვი თქვენს სიტყვებში არასდროს აღარ გენდობათ.
მარტი
მშვენიერი და ქარიზმით გამორჩეული მარტის ქალბატონი, ძალიან სანდო და საიმედოა, რომელსაც ყველა სიამოვნებით ანდობს საკუთარ საიდუმლოს, თუმცა ძალიან ადვილია მისი გულდაწყვეტა, რადგან წვრილმან შენიშვნასაც მტკივნეულად განიცდის.
მარტში დაბადებული ქალბატონი ნაკლებად რომანტიკულია, იშვიათად უყვარდება გულწრფელად, თუმცა არასდროს ღალატობს ერთხელ არჩეულ მამაკაცს და მთელი ცხოვრება მისი ერთგული რჩება.
აპრილი
აპრილში დაბადებული ქალბატონი საუკეთესო დიპლომატია, რომელიც საკუთარი კომუნიკაბელურობის წყალობით ნებისმიერთან სწრაფად პოულობს საერთო ენას. მისი ერთადერთი ნაკლი – წუწუნია, როცა ცუდ გუნებაზე ძალიან უყვარს თავის შეცოდება.
მამაკაცების საყურადღებოდ! აპრილში დაბადებული ქალბატონი საშინლად ეჭვიანია და სერიოზული სკანდალის მოწყობაც შეუძლია, ამიტომ თუ უსიამოვნებას თავი მაინც ვერ დააღწიეთ, არ ღირს საკუთარი სიმართლის მტკიცება, უმჯობესია სწრაფად აღიარეთ დანაშაული და გარკვეული პერიოდით მოერიდეთ მასთან ურთიერთობას.
აპრილის ქალბატონმა სხვებზე კარგად იცის, როგორ გაახაროს ახლობლები, ამიტომ თუ გაგიმართლათ და მისი ფავორიტების რიცხვში აღმოჩნდით, ყოველთვის სიურპრიზებით იქნებით განებივრებული, თუმცა, ამგვარი პრივილეგიის მოპოვება მხოლოდ მისი ნდობის დამსახურებით შეიძლება.
მაისი
ჩვეულებრივ, მაისში ჯიუტი და საკუთარი შეხედულებების ერთგული ქალბატონები იბადებიან, რომელთაც მტკიცე შინაგანი “მორალური კომპასი” აქვთ და მთელი ცხოვრება ერთხელ არჩეულ გეზს მიჰყვებიან.
მართალია, მაისის ქალბატობატონს ყოველთვის მიმზიდველი გარეგნობა აქვს, თუმცა საკუთარი მძიმე ხასიათით სერიოზულ საფრთხეს უქმნის მამაკაცებს, რადგან თავად გულგრილს ძალიან უყვარს გართობა, სხვისი გრძნობებით თამაში, მისი სიყვარული კი, ბევრისთვის ტრაგიკულადაც სრულდება.
ივნისი
ცნობისმოყვარე და კომუნიკაბელურ ივნისის ქალბატონს შემოქმედებითი ნატურა და მსუბუქი ხასიათი აქვს, მისი მთავარი ნაკლი კი – უტაქტობაა, რადგან დარწმუნებულია, რომ ზურგს უკან ჭორაობას ყველაფრის პირისპირ თქმა ჯობია და ნაკლებად წუხს, როცა საკუთარი პირდაპირობით ხშირად ახლობლებსაც გულს ტკენს.
მამაკაცების საყურადღებოდ! „ივნისელები“ საკმაოდ სახიფათო მოთამაშეები არიან, რომელთა ხელში ნებისმიერი მამაკაცი სათამაშოდ გრძნობს თავს, ამიტომ წინასწარ გაითვალისწინეთ ყველა „რისკი“, რადგან გააზრებას ვერ მოასწრებთ, ისე აღმოჩნდებით უპასუხო სიყვარულის მსხვერპლი.
ივლისი
ახლობლებთან ყოველთვის გახსნილი და გულწრფელი ივლისის ქალბატონი, მართალია, სხვებისთვის საკმაოდ მომხიბვლელი და მიმზიდველია, მაგრამ ბევრისთვის მაინც ამოუცნობი და მიუღწეველია.
ივლისში დაბადებული ქალბატონი მაქსიმალურად გაურბის კამათს, ცდილობს შეინარჩუნოს სიმშვიდე და არასდროს ჩაებას კონფლიქტში. თუმცა გახსოვდეთ, ერთი ტყუილიც საკმარისა, რათა სამუდამოდ დაკარგოთ მისი ნდობა.
აგვისტო
აგვისტოს ქალბატონი ერთდროულად ეგოისტიცაა და ძალიან მოსიყვარულეც. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და არასდროს განიცდის თაყვანისმცემელთა სიმცირეს. თუმცა, მამაკაცებმა უნდა იცოდნენ, რომ ამგვარ უნიკალურ ქალბატონთან ურთიერთობა ნებისმიერ შემთხვევაში მარცხით დასრულდება, რადგან ის მხოლოდ საკუთარი წესებით ცხოვრობს და დანარჩენებსაც იგივეს აიძულებს.
სექტემბერი
კეთილი, დისციპლინირებული და ბუნებრივად ლამაზი სექტემბრის ქალბატონის მთავარი ღირსება საყვარელი მამაკაცის ერთგულებაა. თუმცა, ერთი შეცდომაც საკმარისია მისი ნდობის სამუდამოდ დასაკარგად.
სექტემბრის თვეში დაბადებული ქალბატონი საკუთარ თავში ჩაკეტილი და საკმაოდ ფრთხილია, უჭირს წყენის დავიწყება და ხშირად სამაგიეროს გადახდასაც არ ერიდება. ფსონს ხანგრძლივ ურთიერთობაზე აკეთებს და არ აღიარებს წამიერ გატაცებას, ამიტომ თუ მხოლოდ გართობას გეგმავთ, საერთოდ არ ღირს მასთან ურთიერთობა.
ოქტომბერი
ოქტომბრის ქალბატონს ძლიერი და მტკიცე ხასიათი აქვს, გონიერი და საკმაოდ ემოციურია, თუმცა უცხოს არასდროს აჩვენებს საკუთარ გრძნობებს, რადგან იცის, რომ ადამიანები ხშირად ბოროტად იყენებენ სხვათა გულწრფელობას.
სუსტი სქესის წარმომადგენლებს ძალიან არ უყვართ ოქტომბერში დაბადებული ქალბატონები, რადგან მათ ყოველთვის საუკეთესო პარტნიორი და საინტერესო ცხოვრება აქვთ.
ნოემბერი
აქტიური და გონიერი ნოემბრის ქალბატონი ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ უსწრებს დანარჩენებს და სწრაფად ხვდება, როცა მის მოტყუებას ცდილობენ.
მამაკაცების საყურადღებოდ! კატეგორიულად აკრძალულია ნოემბერში დაბადებულ ქალბატონთან თამაში, რადგან ნებისმიერი გართობა სერიოზული კატასტროფით დასრულდება. თუმცა, თუ გულწრფელი იქნებით, თქვენი ცხოვრება ნამდვილ დღესასწაულად იქცევა, რადგან „ნოემბრელი ქალბატონი“ საკმაოდ ხალისიანია და ძალიან უყვარს გართობა.
დეკემბერი
სულსწრაფი და ფანტაზიორი დეკემბრის ქალბატონი ყოველთვის ადვილად ეხვევა უსიამოვნებაში, თუმცა საოცრად იღბლიანს ყოველთვის უმართლებს და ნებისმიერი სიტუაციიდან გამარჯვებული გამოდის, მისი მთავარი კოზირი გულწრფელობა და კომუნიკაბელურობაა, არასდროს ერიდება გარისკვას და არ ეშინია მარცხის, რადგან საკუთარ თავში დარწმუნებული საბოლოოდ ყოველთვის სასურველს აღწევს.
დეკემბერში დაბადებულმა ქალბატონმა კარგად იცის, როგორ გაახალისოს საყვარელი მამაკაცი და ყოველთვის სიამოვნებით ზრუნავს მისთვის საუკეთესო პირობების შექმნაზე.
