ილონ მასკის ტესტის პასუხები კორონავირუსზე დადებითი და უარყოფითია. აღნიშნულთან დაკავშირებით მასკმა საზოგადოებას ,,ტვიტერის” საკუთარ ანგარიშზე განთავსებული ტვიტით ამცნო. როგორც თანამედროვეობის ტონი სტარკი ამბობს, მან ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსზე 4 სწრაფი ტესტი ჩააბარა, რომელთაგან ორი დადებითი, ხოლო ორი უარყოფითი იყო. მასკი ჯერ კიდევ ელის PCR ტესტის პასუხს, რომელიც 24 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.
ილონის თქმით, ამ დროისათვის ის თავს კარგად გრძნობს და მხოლოდ ჩვეულებრივი გაციებისათვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყების დღიდან ილონ მასკი კორონავირუსთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ინფორმაციას ავრცელებდა, რომელიც რიგ შემთხვევებში ხალხში დაბნეულობას და ეჭვს იწვევდა. გაზაფხულზე ის ექიმებს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ინფიცირებათა დადასტურებული შემთხვევების რიცხვით უკანონო მანიპულირებაში ადანაშაულებდა.
კორონავირუსის აღმოსაჩენად სწრაფი ტესტები აღებულ ბიოლოგიურ მასალაში ვირუსის ზედაპირზე განთავსებულ ერთ-ერთ პროტეინს პოულობს, ხოლო PCR ტესტი თავად ვირუსს აღმოაცენს. სწორედ ამიტომ PCR ტესტი ყველაზე აკურატული მეთოდია ვირუსის აღმოსაჩენად იმის ფონზე, რომ სწრაფი ტესტები არც ისე სანდოა.
,,რაღაც სიყალბე ხდება. დღეს კოვიდზე ოთხჯერ დავიტესტე. ორი ტესტის პასუხი უარყოფითი, ორი კი დადებითია. ერთი და იგივე ხელსაწყო, ტესტი და ექთანი. BD-ის ანტიგენ-ტესტი”, – წერს ილონ მასკი ,,ტვიტერზე”
Something extremely bogus is going on. Was tested for covid four times today. Two tests came back negative, two came back positive. Same machine, same test, same nurse. Rapid antigen test from BD.
— Elon Musk (@elonmusk) November 13, 2020
