LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი „კორტების საქმის“ მოწმესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

103

სახალხო დამცველი „კორტების საქმის“ ერთ-ერთ მთავარ მოწმე კობა გოგატიშვილთან დაკავშირებით დღეს პროკურატურას მიმართავს.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კობა გოგატიშვილი ომბუდსმენის ოფისში იმყოფებოდა და გამოხატავდა წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პერიოდის წინ გამოძიებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

„კობა გოგატიშვილს კონკრეტული კონსულტაციებიც სჭირდებოდა. ჩვენ შევხვდით მას, გავესაუბრეთ და უახლოეს პერიოდში საგამოძიებო ორგანოში წარვადგენთ უფრო მეტ ინფორმაციას. მთავარ პროკურატურაში დღეს ჩვენ გავუგზავნით მიმართვას ამ საქმესთან დაკავშირებით არსებულ დეტალებზე,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ნანუაშვილის თქმით, ომბუდსმენის პროკურატურისადმი მიმართვის შინაარსთან დაკავშირებით დეტალები მოგვიანებით გავრცელდება.

„კორტების სპეცოპერაციის“ საქმის მთავარი მოწმის, კობა გოგატიშვილის, ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავას შვილი მას „შუბლის გახვრეტით“ დაემუქრა. მოწმის თქმით, ფირცხალავს მეუღლე და შვილი მასზე ზეწოლას ახდენდნენ, რათა ჩვენება შეეცვალა. გოგატიშვილის ინფორმაციით, ნინო ხვიტია ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ მას 30 ათას დოლარს, საზღვარგარეთ გამგზავრებასა და იქ უზრუნველ ცხოვრებას დაპირდა.

ნინო ხვიტია გოგატიშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ რაიმე სახის ქმედებას უარყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g