LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს პირველი შვილი შეეძინათ

1049

კინორეჟისორ ცოლ-ქმარს, ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს პირველი შვილი შეეძინათ. ნანამ ბერლინში 18 აგვისტოს იმშობიარა. წყვილს გოგონა ჰყავს და მას ნუცა დაარქვეს.

შეგახსენებთ, რომ ნანასა და სიმონს ოჯახური ცხოვრების გარდა, საქმეც აკავშირებთ. ისინი ერთად იღებენ ფილმებს, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ წარმატებულია.

მათი ჯერჯერობით ბოლო ფილმი გახლავთ „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, რომელმაც მსოფლიო კინოფესტივალებზე იმოგზაურა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები მიიღო, 28 სექტემბრიდან კი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ საქართველოს კინოთეატრებშიც გამოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები