ლელა წურწუმიამ თავის საავტორო გადაცემაში რეპერი ლექს-სენი მოიწვია. ინტერვიუს შემდეგ, ლელამ ბენდ ნონ-სტოპთან ერთად სიმღერის შესასრულებლად რეპერი სცენაზე მიიწვია და თავადაც დაუდგა მას გვერდით. ლელამ და ლექს-სენმა რეპერის რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერა შეასრულეს, რომელსაც ლექსო ქავთარაძე წლების წინ თიკო სადუნიშვილთან ერთად მღეროდა.