LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეწარმეებისთვის ტრენინგები იწყება – მათ ონლაინ გაყიდვებს შეასწავლიან

84
1562070035

კომპანიები უნდა მოერგონ ახალ მოცემულობას, გამოიყენონ მაქსიმალურად ონლაინ შესაძლებლობები პროდუქციის გაყიდვისა და პარტნიორების მოძიებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია აცხადებს.

მისი თქმით, პანდემიამ შეცვალა ვითარება მთელ მსოფლიოში და შესაბამისად, შეცვალა სავაჭრო პალატების მიდგომებიც.

„მოთხოვნები გაიზარდა ონლაინ სერვისებზე. თუ, ადრე, კომპანიები ნაკლებად იყვნენ ონლაინ მომსახურებით დაინტერესებულები, დღეს, სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით და ამ კუთხით მოთხოვნა დიდია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ წევრი მეწარმეებისთვის ონლაინ ტრენინგებს გაყიდვების მიმართულებით, რომ შევასწავლოთ ეს პროცედურები და შეძლონ მათ ახალ მოცემულობასთან მარტივად ადაპტირება”, – გიორგი პერტაია.

მისივე თქმით, პალატა რამდენიმე პროექტზე მუშაობს, რათა დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს მოერგონ ახალ მოცემულობას.

„ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეს არის მოთხოვნა უცხოელი პარტნიორების მოძიებაზე. ასევე, ვიწყებთ ახალ პროექტს ,,ევროკავშირი ბიზნესისთვის“- ეს არის ევროკავშირის პროექტი, რომელიც მოიგო სავაჭრო პალატამ და მისი მიზანია დააკავშიროს ექსპორტიორი კომპანიები პოტენციურ პარტნიორებს ევროკავშირის ქვეყნებში. გარდა ამისა, ვმუშაობთ აქტიურად, რათა დავეხმაროთ მეწარმეებს, რომ ახალ გამოწვევებს მარტივად აუღონ ალღო”, -აცხადებს პალატის პრეზიდენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g