ლეგენდარული პოპ-ვარსკვლავის, მაიკლ ჯექსონის 22 წლის ქალიშვილი, პერის ჯექსონი მამის გზას დაადგა. პერისმა მომღერლობა გადაწყვიტა. გოგონას დებიუტი ჯიმი კიმელის შოუში შედგა, სადაც პერისმა სადებიუტო ალბომის, Wilted-ის ლიდ სინგლი Let Down შეასრულა, რომელმაც დღის შუქი მიმდინარე წლის ნოემბერში იხილა. ვიდეო პერისმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
„რამხელა ემოციაა, ვღელავ, მაგრამ საოცრად ბედნიერი ვარ“, – წერს ჯექსონი.
აღსანიშნავია, რომ ადრე პერისი ჯგუფ The Soundflowers-ის წევრი იყო, რომელიც ყოფილ შეყვარებულთან ერთად, გაბრიელ გლენთან ერთად შექმნა, რომელსაც ცოტა ხნის წინ დაშორდა.