ბათუმში აქციაზე დაკავებულ 6 პირს 7 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დაკავებულებს წვრილმანი ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ.
დაკავებულთა შორის რამდენიმე, მანამდე კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ადმინისტრაციული წესით იყო დაჯარიმებული.
ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები შერჩევით სამართალზე და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ და აქციების შეწყვეტაზე უარს ამბობენ.
აქცია ორი დღის წინ ჩატარდა, მონაწილეები, არასამთავრობო ორგანიზაციის, “ალტერნატივას” წევრის, ხათუნა ბერიძის თქმით, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.
“6 თავისუფლებისთვის მებრძოლი ბიჭი, აბსურდული ბრალდებებით დააკავეს. თითქოს ისინი რევოლუციას აწყობდნენ, არადა უბრალოდ, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ,” – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრი, ხათუნა ბერიძე.