ე.წ აფრიკის დასახლებაში დღეს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება მამა თამაზ ლომიძე. როგორც სასულიერო პირი წერს, კანონები აუცილებლად უნდა დავიცვათ, თუმცა მოსახლეობას, ვისი სახლების დემონტაჟიც განხორციელდა ასევე აქვთ უფლება, რომ საკუთარ სამშობლოში მომავალი ჰქონდეთ.
“განა კანონი არ უნდა დავიცვათ? აუცილებლად უნდა დავიცვათ და არც სახელმწიფოს მიწები უნდა დაიტაცოს ვინმემ. მაგრამ, ამ ხალხსაც ხომ ეკუთვნის სახელმწიფო და ამათაც ხომ აქვთ უფლება ადამიანური მომავალი ჰქონდეთ ამ სახელმწიფოში? და შენ როცა იცი, რომ შენი და შენი მილიონერი დეპუტატების მმართველობის მე-9 წელს, მინიმუმ ორჯერ გაღატაკდა ეს ხალხი და გაქსუებული ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, ამათ არავითარი შანსი არა აქვთ სიცოცხლეში საკუთარი შრომით შეიძინონ საცხოვრებელი, ცოტა სხვანაირად უნდა მოექცე ამ გაჭირვებულ ხალხს, აშენებული არ დაუნგრიო და სხვა ადამიანური გამოსავალი უნდა მოძებნო. შენ გაქვს ძალა-უფლება და ამიტომ შენ უნდა იპოვო ადამიანური გამოსავალი. ასეა ეს!”-წერს თამაზ ლომიძე.