კომპანია „თეგეტა მოტორსი“ აგრძელებს სოციალურ კამპანიას ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ. კომპანიამ წელს მეტად ორიგინალური კამპანიით მიიქცია საზოგადოების ყურადღება, სარეკლამო კომპანია Holmes&Watson-თან თანამშრომლობით შეიქმნა „ხველების ენის“ კონცეფცია, რომლის თანახმად ახლო მომავალში გარემო იმდენად ტოქსიკური გახდება, რომ წესიერად სუნთქვას ვერ შევძლებთ და ჩვენი საკომუნიკაციო ენა ხველება გახდება.
როგორც ”ფორტუნას” ”თეგეტა მოტორსიდან” აცნობეს, კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პერსონაჟი ხველინგვისტი, რომელიც საიტ khvelinguist. ge-სა და ”ფეისბუქ” გვერდზე ვიდეო-გაკვეთილების მეშვეობით ასწავლის მომხმარებელს ხველების ენას.
”პერსონაჟმა დიდი გამოხმაურება დაიმსახურა, უამრავი კომენტარი, მესიჯი და ვიდეოჩანაწერი მივიღეთ, სადაც ადამიანები ხველების ენით გვესაუბრებოდნენ. ინტერნეტში ასევე გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც „დამნაშავეთა ჯგუფი“ ხველების ენით განიხილავდა კატალიზატორების დიდი პარტიის მოპარვის საკითხს.
აქტიური და დიდი გამოხმაურების მქონე პირველი ნაწილის შემდეგ, უკვე კამპანიის მთავარი ნაწილები გავრცელდა. პარალელურად ამოქმედდა საიტი argambolo.ge , სადაც სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი კამპანიისა და კონკრეტული შეთავაზებების შესახებ, რომლებსაც „თეგეტა მოტორსი“ სთავაზობს მძღოლებს.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ავტო მფლობელებს შეუძლიათ, უფასოდ შეამოწმონ კუთვნილი ავტომობილები გამონაბოლქვის ტოკსიკურობაზე, თუ შედეგი აკმაყოფილებს ეკო სტანდარტს მათ გადაეცემათ სპეციალური სტიკერი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომობილი შემოწმებულია „თეგეტა მოტორსში“ და გავლილი აქვს გამონაბოლქვის კონტროლი. თუ აღმოჩნდა, რომ გარკვეული მიზეზების გამო ავტომობილმა ვერ გაიარა კონტროლი მაშინ გადავცემთ მწვანე ვაუჩერი, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელს შეეძლება გამონაბოლქვის სისტემის გამართვა სპეციალური ფასდაკლებით”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.