LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როგორი ჯოჯოხეთიც მომიწყეს, ისეთი მოეწყობათ… ილუზია ნუ ექნებათ, რომ მშვიდი ძილით დაიძინებენ” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

136
BeFunky-collage (25)

ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, საკმაო მტკიცებულებები არსებობს იმისთვის, რომ ოჯახმა საქმეზე გამოძიების შეწყვეტის გამო სტრასტბურგის სასამართლოში იჩივლოს. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” გადაცემაში ისაუბრა.

„თუკი თამუნა თვითმკვლელობას გეგმავდა ამდენი ხნის მანძილზე, რაში სჭირდებოდა ელექტროშოკი? ჩამოვაყალიბებ ამასაც და ვეტყვი ამ წამლების დასახელებებსაც. შეიძლება, მიზანმიმართულად აბარებდნენ, აფთიაქში არის ჩანაწერი, რომ ეუბნება, ჩემთვის არ მინდა ეს წამალი, სხვამ დამაბარაო. თუნდაც, ბუზების არსებობა დახურულ სივრცეში, მაინტერესებს ისინიც ეგრე იფიქრებენ, რომ ბუზებს შეეძლოთ სისხლის წვეთების გადატანა? ან მამაკაცის უცხო დნმ მანქანაში? ძალიან ბევრი მტკიცებულებებია, შეიძლება უცებ ყველაფერი ვერ გავიხსენო. იმის ილუზია ნუ ექნებათ, რომ მშვიდი ძილით დაიძინებენ, არიქა გავიმარჯვეთ არჩევნებში, დავხურეთ საქმე და ახლა ბედნიერად ვიცხოვრებთო. როგორი ჯოჯოხეთიც მომიწყვეს, ისეთი ჯოჯოხეთი მოეწყობათ მაგათაც. ბაჭულაშვილმა რომ დაგვირეკა და გვითხრა, თქვენი შვილი შარშიაო. ვითომ კარგად დაგეგმეს თვეების მანძილზე მზაკვრულად ინსცენირებული თვითმკვლელობა, მაგრამ მაინც ბევრი შეცდომა გაეპარათ და ზუსტად ამით გასაჩივრდება სტრასბურგში“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

“ისიც არ იცის, რისთვის გამოიყენება”: როგორ დასტურდება, რომ ბაჩალიაშვილს მედიკამენტები თავად არ შეუძენია

საერთოდ არაფერს არ აკეთებენ და რომ არა ჩვენ, ეს საქმე დიდი ხნის დახურული იქნებოდა – მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გახმაურების საქმე ხუთთვიანი გამოძიების შემდეგ დაიხურა. პროკურატურა აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g