პირველად ისტორიაში, საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა.
გოჩა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ სასამართლო პრაქტიკით დადგენილ პროცედურებს რამდენიმე თვე სჭირდება და ამ დროის განმავლობაში, მისთვის პატივი იქნება, თუ საქართველოში, იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე იქნება დანიშნული.
„სასამართლო პრაქტიკა გულისხმობს რამდენიმეთვიან ვადას, რა პერიოდშიც, ჩეხმა მოსამართლემ თავისი უფლებამოსილება უნდა დაამთავროს და შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში, ესაა რამდენიმე თვე და შესაძლოა, უფრო მეტიც, ჩემთვის პატივი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტი მოიწონებს და დაამტკიცებს საქართველოს მთავრობას და ამ გუნდის შემადგენლობაში, როგორც იუსტიციის მინისტრი, გავაგრძელებ ისეთივე პასუხისმგებლობითა და შემართებით მუშაობას, როგორც ადრე“ -განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
"უუფლებო მინისტრობას და ბიძინას სამსახურში ყოფნას, ქვეყნის სამსახურში გადაინაცვალა"
"თუ ვინმე დიდი ქოციანობის დროს კომპეტენტური და წესიერი ყოფილა ხელისუფლებაში, პირველ რიგში, გოჩა ლორთქიფანიძეა" - ნიკა გვარამია
გოჩა ლორთქიფანიძე პრემიერსა და პრეზიდენტს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობას უხდის.
„ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო არჩეული მოსამართლედ, საქართველოს მხრიდან, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რისთვისაც, მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თა წულუკიანს, რადგან მთელი საარჩევნო კამპანია თუ პროცესი მისი აქტიური მხარდაჭერითა და ჩართულობით წარიმართა. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის როლი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა საელჩოს, განსაკუთრებით, ნიუ იორკში ჩვენი მისიის, ყველა დიპლომატისა და თანამშრომლის როლი, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია იუსტიციის გუნდი, რომელიც მუხლჩაუხრელად მუშაობდა საარჩევნო კამპანიის ბოლომდე, წარმატებით მისაყვანად“ – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
“გოჩა ლორთქიფანიძე იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში, ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით” – გიორგი გახარია