LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს ბრალი წარუდგინეს

93
fcfb8c06df80563a653f50336efdcca2-XL

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

დაკავებულს 108-ე განზრახ მკვლელობის და 117-ე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით წარედგინა ბრალი.

თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილი წარდგენილი ბრალდების შესახებ დუმილის უფლებას იყენებს.

ცნობისთვის, პროკურატურამ, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g