ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Guns N’ Roses-ის გიტარისტის, სლეშისა და Aerosmith-ის ფრონტმენის, სტივენ ტაილერის მონაწილეობით დოკუმენტური ფილმი Rock Camp გადაიღეს. ის 1990-იანი წლების ბოლოს შექმნილი პროექტის Rock ‘n Roll Fantasy Camp შესახებ მოგვითხრობს.
ახლახანს კი ფილმის პირველი ტრეილერი გავრცელდა, აღსანიშნავია, რომ სლეშისა და სტივენ ტაილერის გარდა, ფილმში ბევრ ლეგენდარულ მუსიკოსს ვიხილავთ. ფილმში ელის კუპერი, ჯეფ ბეკი, ჯინ სიმონსი და სხვები მონაწილეობენ. ფილმის პრემიერა 2021 წლის 16 თებერვალს შედგება.