LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტვერპენის მერი საახალწლო ინტერვიუს დროს შარვლის გარეშე გამოიჭირეს

455
b0894a3f-4cde-11eb-aae0-02b7b76bf47f

ბელგიის ქალაქ ანტვერპენის მერი ბარტ დე ვევერი საახალწლო ინტერვიუს დროს ძალიან უხერხულ სიტუაციაში გამოიჭირეს. ქალაქის პირველმა პირმა მოსახლეობისთვის მილოცვა სახლიდან გადაწყვიტა, რა დროსაც კომფორტულად გამოეწყო. მერს ტელევიზიისთვის შესაფერისი პერანგი ეცვა, შარვლის ნაცვლად კი მხოლოდ ტრუსებში იყო გამოწყობილი. პოლიტიკოსის კოსტუმი ოთახში განთავსებულმა სარკემ გასცა.

აღსანიშნავია, რომ ვევერის ინტერვიუ ტელეარხი Radio 2–ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. კამერა მას ახლო კადრით იღებდა, ამიტომ ის დარწმუნებული იყო, რომ ქვედატანი მაყურებლისგან დამალული დარჩებოდა. თუმცა, კადრში მოხვდა სარკე, სადაც მერის შიშველი ფეხები აირეკლა.

„თქვენ ძალიან ლამაზი პერანგი გაცვიათ, ალბათ ის სპეციალურად ჩვენთვის ჩაიცვით. ნუთუ ამ პერანგის გარდა მხოლოდ საცვლებით ხართ წარმოდგენილი?“

კითხა მერს წამყვანმა კიმ დებრიმ, როდესაც პოლიტიკოსის შეცდომა აღმოაჩინა. ვევერმა აღიარა, რომ დაიბნა და ვერ გაიაზრა თუ რა ცუდ პოზიციაში იჯდა.

,,2021 წელი ძალიან სამარცხვინო მომენტით დაიწყო, ამ დღეს ალბათ ძალიან დიდი ხანი ვერ დავივიწყებ“

უსიამოვნო ინციდენტი არ გამოპარვიათ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და ისინი მერს ბელგიის დროშის ფერებში შეკერილი შორტების გაგზავნას დაპირდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g