LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა კაკაბაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

191

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

მთავარ პროკურატურის განცხადებით, საქმე უფლებადამცველის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომლითაც კაკაბაძე ე.წ. ციანიდის საქმის დახურულ სასამართლო პროცესზე, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის მიერ მიცემულ ჩვენებაზე, გამოძიების დაწყებას ითხოვდა.

ოხანაშვილი ჩვენებაში ნანა კაკაბაძეს, ადვოკატ ირმა ჭკადუასა და დეპუტატ ეკა ბესელიას საპატრიარქოში არსებულ შეწყალების კომისიის მეშვეობით კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდა. ნანა კაკაბაძის გარდა, ამ საქმეზე გამოძიების დაწყება ირმა ჭკადუამაც მოითხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g