LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყველის სკოლა აღარ გაიხსნება – მიზეზი პანდემიაა

185
4

პანდემიის გამო, საქართველოში ყველის სკოლის გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო. სასწავლებლის შექმნის იდეა “საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის” თავმჯდომარეს ეკუთვნის. ანა მიქაძის განმარტებით, ყველის წარმოების სწავლება დისტანციურ რეჟიმში შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, სკოლა ფუნქციონირებას მას შემდეგ დაიწყებს, რაც ქვეყანაში კოვიდვითარება დასტაბილურდება. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მედიაში ყველის პირველი სკოლის გახსნის შესახებ ინფორმაცია 2020 წელს გავრცელდა. მაშინ “საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის” თავმჯდომარე სამომავლო გეგმებზე დეტალურად საუბრობდა.

„ჩემს სკოლაში ვასწავლით, რაც კი მისწავლია ყველა ყველის რეცეპტს თავისი ტექნოლოგიით. ჩემი მოვალეობაა დავაახლოვო ტრადიცია და სურსათის უვნებლობის მოთხოვნები. სკოლაში სურსათის უვნებლობის თემასაც შევასწავლით. ახლა რაჭაში ვიყავი, საიდანაც სიახლე ჩამოვიტანე, ყველი წყალდასხმულა, რომელზეც მხოლოდ ორი სოფელი მუშაობდა – ღები და გლოლა. გემოთი გავს დამბალხაჭოს და ნარჩვს. კეთდება ხაჭოს ბაზაზე და ძველდება, როგორც ნარჩვი. სვანეთი და რაჭა-ლეჩხუმი ერთი გასტრონომიული ზონაა და არც ველოდი, რომ წყალდასხმულას განსხვავებული შენახვის მეთოდი ექნებოდა. სკოლაში ქართული ყველის გარდა, ყველა იმ ევროპული ყველის ტექნოლოგიას შევასწავლით, რომელიც ქართული ყველის გემოს არის მიმსგავსებული. ქართველ ტექნოლოგებთან, პედაგოგებად ერთად, უცხოელებსაც მოვიწვევთ. ქართული ყველის პროფესიონალმა უცხოურის ტექნოლოგია არ იცის. ამიტომ ქართულ ყველზე რომ ჩაატარებს ლექციას, მერე შეეძლება ევროპულ ყველზე ჩატარებულ ლექციას თვითონ დაესწროს. გავცემთ სერთიფიკატს დასაქმების პერსპექტივით. ბევრი საწარმო ითხოვს პროფესიონალს“, – ამბობდა 2020 წლის ზაფხულში ანა მიქაძე.

შეგახსენებთ, ყველის სკოლა 2020 წლის შემოდგომაზე, კახეთში უნდა გახსნილიყო, თუმცა პანდემიამ ეს პროექტიც დააპაუზა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g