სულ ცოტა ხნის წინ, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბენ აფლეკი და ანა დე არმასი მოხვდნენ. დასავლური მედიის ცნობით, ბენი და ანა ერთმანეთს დაშორდნენ. ინსაიდერების თქმით, დაშორების ინიციატორი თავად არმასი გახდა. საბაბი ბენის პირადი ცხოვრება იყო. ანას აღარ სურდა ლოს-ანჯელესში ყოფნა, მაგრამ ბენი ვერ ტოვებდა მშობლიურ ქალაქს, სადაც მისი და ჯენიფერ გარნერის შვილები ცხოვრობენ.
რამდენიმე საათის წინ, 32 წლის „ბონდის გოგონა“ სოციალური ქსელის მეშვეობით ონლაინ გადაცემაში ჩაერთო, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა ვარცხნილობა რადიკალურად შეიცვალა. მან თმა მოკლედ შეიჭრა. როგორც ჩანს, ის განშორებისგან გამოწვეულ სტრესთან გამკლავებას იმიჯის ცვლილებით ცდილობს.