მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, წერტილოვანი შეზღუდვების შემსუბუქება იწყება.
კერძოდ, სკოლები 1-ლი თებერვლიდან გაიხსნება – ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში,
თბილისში კი სკოლების გახსნა 1-ლი მარტიდან არის დაგეგმილი. ამ პერიოდიდანვეა დაგეგმილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენაც.
გადაწყვეტილების შესახებ, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 1 მარტიდან დაგეგმილია საბავშვო ბაღების, პროფსასწავლებლების და უმაღლესი სასწავლებლების გახსნა.