სერიალის „ბრიჯერტონი“ პრემიერა წლის მიწურულს, 25 დეკემბერს, „ნეტფლიქსზე“ შედგა. მან საზოგადოებაში ინტერესი მალევე დაიმსახურა და სტრიმინგ სერვისის ყველაზე რეიტინგული პროექტების ხუთეულშიც შევიდა. ახალმა სერიალმა წინასაახალწლოდ ყველა საშობაო ფილმი დაჩრდილა და მაყურებლების აღფრთოვანება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ სერიალზე „სკანდალისა“ და „გრეის ანატომიის“ სცენარისტმა, შონდა რაიმსმა იმუშავა.
ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ „ნეტფლიქსი“ სერიალის მეორე სეზონს გამოუშვებს, გადაღებები გაზაფხულზე დაიწყება. სცენარი ამერიკელი ავტორის, ჯულია ქუინის რომანს, „ვიკონტი, რომელსაც ვუყვარდი“ დაეფუძნება. ინტერნეტში უკვე ფილმის თიზერიც გავრცელდა.
ამჯერად სიუჟეტი ენტონი ბრიჯერტონის სასიყვარულო ისტორიის ირგვლივ განვითარდება, თუმცა ჩვენ პირველი სეზონის გმირებსაც ვიხილავთ.